ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შეერთებულ შტატებში გუანტანამოს საპყრობილიდან პირველი ტუსაღი გადმოიყვანეს


შეერთებულ შტატებში გუანტანამოს საპყრობილიდან პირველი ტუსაღი გადმოიყვანეს. შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტი აცხადებს, რომ დღეს ნიუ იორკში ალ-ყაიდას წევრობაში ეჭვმიტანილი აჰმედ ღაილანი გადმოიყვანეს. მას ათი წლის წინ ტანზანიასა და კენიაში მდებარე ამერიკის საელჩოებში განხორციელებული აფეთქებების მოწყობაში ედება ბრალი. ღაილანი გუანტანამოს პირველი პატიმარია, რომლის საქმესაც შეერთებული შტატების სამოქალაქო სასამართლოში განიხილავენ. 1998 წელს განხორციელებულ აფეთქებებს ორასი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. თავად ღაილანი ტანზანიელია.

XS
SM
MD
LG