ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

იულია ტიმოშენკო  საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას


უკრაინის პრემიერ მინისტრმა იულია ტიმოშენკომ გამოაცხადა, რომ იგი ქვეყნის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას. ტიმოშენკოს ეს განცხადება მოჰყვა ვიქტორ იანუკოვიჩთან, რეგიონების პარტიის ლიდერთან მიმდინარე მოლაპარაკებების წარუმატებლად დასრულებას. მოლაპარაკებები კოალიციური ალიანსის შექმნას ისახავდა მიზნად.

მოსახლეობისადმი გაკეთებულ მიმართვაში, ტიმოშენკომ აღნიშნა, რომ უკრაინის მომავალს არამარტო გლობალური ეკონომიკური, არამედ შიდა კონსტიტუციური კრიზისი უქადის საფრთხეს. მისი განცხადებით, გადაწყვეტილებების მიღების პროცესს ისევე როგორც ანგარიშვალდებულობის პრობლემას მთავრობაში ვერ აწესრიგებს კონსტიტუცია და რომ თუ უკრაინის ამჟამინდელი ლიდერები პასუხისმგებლობის, ღირსებისა და გულწრფელობის პრობლემას განიცდიან, მაშინ მას, ქალს შესწევს უნარი ეს თვისებები გამოავლინოს.უკრაინის პრემიერ მინისტრი აღნიშნავს, რომ იმისათვის, რათა 2004 წელს ქუჩაში გამოსული ათობით ათასი უკრაინელის ოცნება ასრულდეს, იგი თავის თავს კანდიდატად წარადგენს ქვეყნის მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში, რომელთა მოგებასაც იგი ისახავს მიზნად.

უკრაინის მომავალი საპრეზიდენტო არჩევნები არაუგვიანეს 2010 წლის იანვრისა უნდა გაიმართოს. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების თანახმად, პრეზიდენტ იუშჩენკოს მხარდაჭერა სამ პროცენტს არ აღემატება. პრემიერ მინისტრისა კი 15 პროცენტს.

ირონიულია ის ფაქტი, რომ ხალხში ყველაზე მეტი პოპულარობით სარგებლობს რეგიონების პარტიის ლიდერი ვიქტორ იანუკოვიჩი, კანდიდატი, რომელიც 2004 წელს საყოველთაოდ გაყალბებულ არჩევნებში პირველ ადგილზე გავიდა. მისი მხარდაჭერა ყველაზე მაღალია უკრაინის სამრეწველო და რუსულენოვან აღმოსავლეთში.

ვიქტორ იანუკოვიჩმა ასევე უარი განაცხადა პრემიერ მინისტრის საკონსტიტუციო ცვლილების წინადადებისთვის დაეჭირა მხარი, რომლის საშუალებით, უკრაინის პარლამენტს პრეზიდენტის არჩევის საშუალება გაუჩნდებოდა. ტელევიზიით გაკეთებულ მიმართვაში იანუკოვიჩმა განაცხადა, რომ ქვეყნის ლიდერის არჩევის უფლება ხალხს უნდა ხვდეს წილად, განსაკუთრებით ახლა, როცა უკრაინის პრეზიდენტ მოუწევს რთულ საკითხებთან გამკლავება და არაპოპულარული რეფორმების გატარება.რეგიონების პარტიის ლიდერები ეთანხმებიან იულია ტიმოშენკოს რომ საჭიროა კონსტიტუციური რეფორმები, მაგრამ ისინი ასევე აკეთებენ გაფრთხილებას, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების გატარება საპრეზიდენტო არჩევნებამდე ახლოს ნაჩქარევია შესაძლოა არაეფექტური იყოს. ბატონი იანუკოვიჩი ასევე დასძენს, რომ კოალიციური მთავრობის ირგვლივ მოლაპარაკებები ჩავარდა რადგან ახალ მთავრობას არ ექნებოდა დრო საპრეზიდენტო არჩევნების წინ ეფექტურად ებრძოლა გლობალური ეკონომიკური კრიზისის გავლენის დასაძლევად უკრაინაში.


XS
SM
MD
LG