ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრეზიდენტი ობამა ვაშინგტონში შეხვდება სამხრეთ კორეის პრეზიდენტს ლი მინ ბაკს


ორი ამერიკელი ჯურნალისტის ოჯახმა, რომელთაც ჩრდილოეთ კორეაში 12 წელი თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს შრომა- გამასწორებელ კოლონიაში, მოუწოდა პხენიანს გამოიჩინოს მოწყალება და გაათავისუფლოს დაკავებულები.

იუნა ლი და ლაურა ლინგი მარტში დააკავეს როდესაც ჩრდილოეთ კორეა-ჩინეთის საზღვარზე რეპორტაჟს ამზადებდნენ ამერიკული მედიისთვის.

გუშინ ფხენიანმა განაცხადა, რომ ჟურნალისტებს მძიმე დანაშაულში მიუძღვით ბრალი. ოფიციალურ პირებს სხვა განმარტება ამ ფაქტთან დაკავშირებით არ მიუციათ.

ერთობლივ განცხადებაში ჟურნალისტების ოჯახებმა შეშფოთება გამოთქვეს დაკავებულთა ფსიქიკურ და ფიზიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებით.

აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ და სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა მოუწოდეს ჩრდილოეთ კორეას ჰუმანიტარულ საფუძველზე დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ ჟურნალისტები.

მომავალ კვირას პრეზიდენტი ობამა ვაშინგტონში შეხვდება სამხრეთ კორეის პრეზიდენტს ლი მინ ბაკს, რომლების ჩრდილოეთ კორეის ირგვლივ შექმნილი ვითარების შესახებ ისაუბრებენ.


XS
SM
MD
LG