ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანეთში  აფეთქებას ერთი ბავშვის სიცოცხლე შეეწირა


ავღანეთის ოფიციალური პირების განცხადებით ქვეყნის აღმოსავლეთით აფეთქება მოხდა, რომელსაც ერთი ბავშვის სიცოცხლე შეეწირა, ინცინდენტს კუნარის პროვინციაში ჰქონდა ადგილი როდესაც აშშ-ის სამხედრო ავტოკოლონა გადაადგილდებოდა, აფეთქების შედეგად დაიჭრა 50 ადამიანი. კუნარის პოლიციის უფროსის განცხადებით სავარაუდოდ აფეთქება ხელყუმბარამ გამოიწვია.ოფიციალური პირების განცხადებით მიმდინარეობს გამოძიება და მოწმეების დაკითხვა, რათა დადგინდეს ნასროლი იყო თუ არა ეს ხელყუმბარა აშშ-ის სამხედრო ავტოკოლონიდან ჯარისკაცების მიერ. ნატოს ჯარების სპიკერი აცხადებს, რომ ხელყუმბარა მეამბოხეს მიერ იყო ნასროლი ხალხმრავალ ადგილას. მათივე განცხადებით ასაფეთქებელი მოწყობილობა მეზობელი შენობიდან ისროლა დაუდგენელმა პირმა.


XS
SM
MD
LG