ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნაპოვნია დაღუპული ერ ფრანსის თვითმფრინავის ბორტზე მყოფი  რამდენიმე ადამიანის გვამი



ამერიკის საზღვაო ფლოტის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ატლანტის ოკეანეში მყოფ საფრანგეთის კუთვნილ გემებს, რომლებიც ერ ფრანსის სამგზავრო თვითმფრინავის ნამსხვრევებს ეძებენ, შავი ყუთის მიგნებაში გაუწევენ დახმარებას.

საზღვაო ფლოტის მიერ გაგზავნილი მოწყობილობების დახმარებით, შესაძლებელია ამ მნიშვნელოვანი ჩანაწერების მიგნება წყალში, 6 ათასი მეტრის სიღრმეშიც კი.

ბრაზილიელი სამხედროები აცხადებენ, რომ წყლიდან ამოტანილია 17 დაღუპული ადამიანის გვამი.

ერ ფრანსის რეისის ბორტზე სულ 228 ადამიანი იმყოფებოდა.

ბრაზილიელი ოფიციალური პირების განცხადებით, ბრაზილიის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროს გასწვრივ გადაჭიმული ფერნანდო დე ნორონჰას კუნძულებთან უკვე მიაგნეს ჩაძირული თვითმფრინავის ნამსხვრევებს.

XS
SM
MD
LG