ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სოლიდარნოსტი  ქართულად: გვესაუბრება ჟურნალისტი ზვიად ქორიძე


ორთვიანი ბრძოლის შემდეგ ოპოზიციის ლიდერთა ნაწილი ტაქტიკას ცვლის. იდეა აღმოსავლეთ ევროპულია...მონაწილედ ქართული საზოგადოება უნდა იქცეს. იგეგმება ახალი საზოგადოებრივი მოძრაობის შექმნა,რომელიც პოლონური სოლიდარნოსტის ანალოგი იქნება. სოლიდარნოსტი გასული საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს პოლონეთში შეიქმნა.ეს იყო მუშათა პროფკავშირების გაერთიანება. ისინი სისტემას ებრძოდნენ. სოლიდარნოსტი ქვეყნის სათავეში მოვიდა. როგორი შეიძლება იყოს “სოლიდარნოსტი” ქართულად, ამის შესახებ ჟურნალისტი ზვიად ქორიძე საუბრობს.

ზვიად ქორიძე კარგად იცნობს პოლონურ ისტორიას. ის საუბრობს პოლონური "სოლიდარნოსტის" მნიშვნელობაზე და ეხმაურება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ქართული სოლიდარობა ყალიბდება.

პოლონეთის 80-იანი წლების ბოლოსა და დღევანდელ საქართველოს შორის ნაკლებ ანალოგიას პოულობს, თუმცა საზოგადოების აქტიურობას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს.

ქართული“სოლიდარნოსტის” შექმნის იდეა, პოეტ დავით მაღრაძეს ეკუთვნის. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას და ვნახოთ, შედგება თუ არა ის ან როგორი იქნება “სოლიდარნოსტი” ქართულად.


XS
SM
MD
LG