ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შეერთებული შტატების სპეციალური წარგზავნილი აცხადებს, რომ პალესტინელებს სახელმწიფოს შექმნის საქმეში დახმარების გაწევა ესაჭიროებათ


შეერთებული შტატების სპეციალურმა წარგზავნილმა ახლო აღმოსავლეთში ჯორჯ მიტჩელმა განაცხადა, რომ პალესტინელებს სახელმწიფოს შექმნის საქმეში დახმარების გაწევა ესაჭიროეათ. მიტჩელი ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში პალესტინელტა დონორების კონფერენციაზე გამოვიდა სიტყვით. მისი თქმით, პალესტინელებს მოქმედი სახელმწიფო ინსტიტუტებისა და უნარიანი სახელმწიფოს შექმნაში უნდა დაეხმარონ. ბატონი მიტჩელი ამჟამად ახლო აღმოსავლეთისკენ მიემართება სადაც ის ისრაელის, პალესტინელთა, იორდანისა და ეგვიპტის ლიდერებს შეხვდება. მიტჩელი კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ წმინდა მიწაზე ორი სახელნმწიფოს თანაარსებობა ერთადერთ გამოსავალს წარმოადგენს. გასულ კვირას კაიროში სიტყვით გამოსვლისას, პალესტინელტა სახელმწიფოს არსებობის აუცილებლობას პრეზიდენტმა ობამამაც გაუსვა ხაზი.

XS
SM
MD
LG