ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩრდილოეთ კორეამ ორ ამერიკელ ჟურნალისტს 12 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა


ოფიციალური ფხენიანი აცხადებს, რომ ჩრდილოეთ კორეაში ორ ამერიკელ ჟურნალისტს თორმეტ თორმეტი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ქვეყნის ახალი ამბების ცენტრალური სააგენტო აცხადებს, რომ სასამართლომ ორი ამერიკელი ქალბატონი დაუკონკრეტებელი დანაშაულის ჩადენისა და ჩრდილოეთ კორეის საზღვრის არალეგალურად გადაკვეთის გამო დამნაშავედ სცნო. გასულ კვირას ჩრდილოეთ კორეის ახალი ამბების სააგენტომ განაცხადა, რომ ამერიკული მედიაკომპანიის "კურენტ თი ვის" ორი თანამშრომლის ლორა ლინგის და ეუნა ლის სასამართლო პროცესი დაიწყო. ჟურნალისტები მაშინ დააკავეს, როდესაც ისინი ჩინეთისა და ჩრდილოეთ კორეის საზღვრის მიდამოებში მუშაობდნენ. თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ პრეზიდენტი ობამა ძალზე შეაშფოთა ამ ამბავმა და იგი ამერიკელი ჟურნალისტების გამოხახსნელად ყველა შესაძლებელ ხერხს მიმართავს.

XS
SM
MD
LG