ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მექსიკაში ძლიერმა ხანძარმა 29 ბავშვის სიცოცხლე შეიწირა


მექსიკის ხელისუფლების განცხადებით ძლიერმა ხანძარმა 29 ბავშვის სიცოცხლე შეიწირა სონორას შტატის ქალაქ ჰერმოსილიოში. საბავშო ბაღში 5 წლის ასაკზე პატარა ბავშვები იმყოფებოდნენ, რომელთა უმრავლესობა მომწამვლელი გაზით გაიგუდა. ხელისუფლების განცხადების თანახმად გადარჩენილი ბავშვების ნაწილი ადგილობრივ საავადმყოფოებში გადაიყვანეს, უფრო მძიმედ დაზარალებულნი კი შეერთებული შტატების ჰოსპიტალებში. მექსიკის ხელისუფლების განცხადებით ხანძრის გაჩენის დროს საბავშვო ბაღში 100-მდე ბავშვი იმყოფებოდა. ხანძრის გაჩენის მიზეზი უცნობია, მიმდინარეობს გამოძიება.

XS
SM
MD
LG