ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ობამა და სხვა ქვეყნის ლიდერები ნორმანდიის მოვლენების 65 წლისთავს აღნიშნავენ


შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაქ ობამა და საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი მსოფლიოს სხვა ქვეყნების ლიდერებთან ერთად მეორე მსოფლიო ომის დროს მოკავშირეთა ნორმანდიაში გადმოსხმის 65 წლისთავს აღნიშნავენ. საზეიმო ცერემონიაზე გამოსვლისას საფრანგეთის პრეზიდენტმა აღნიშნა რომ ნორმადიიდან იწყება საფრანგეთის, შეერთებული შტატების, ბრიტანეთის და კანადის შეურყეველი მეგობრობა. ნიკოლა სარკოზიმ ევროპელებს და ამერიკელებს მეორე მსოფლიო ომის საშინელებების მარადიული ხსოვნისკენ მოუწოდა, რათა ახალი გამოწვევების პირობებში მოხდეს მშვიდობისა და სამართლიანობის შენარჩუნება. საზეიმო ცერემონიაში დიდი ბრიტანეთის და კანადის პრემიერ-მინისტრები გორდონ ბრაუნი და სტივენ ჰარპერიც მონაწილეობდნენ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებთან ერთად. 1944 წლის 6 ივნისს მოკავშირეთა ძალების 150 000 ჯარისკაცი გადასხდა ნორმანდიაში, რომლებმაც ევროპა ნაცისტებისგან გაანთავისუფლეს.


XS
SM
MD
LG