ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკრაინაში პოლიტიკური კრიზისია


უკრაინის პრეზიდენტმა ვიქტორ იუშჩენკომ პირობა დადო, რომ იგი დაბლოკავს ოპოზიციის მიერ წარდგენილ შეთავაზებას, რომელიც პარლამენტს ქვეყნის ლიდერის არჩევის უფლებას მისცემს. დღეს იუშჩენკომ განაცხადა, რომ ეს შეთავაზება არაკონსტიტუციურია და პრეზიდენტის პირდაპირი არჩევნების გაუქმებისკენაა მიმართული. წინადადება პრეზიდენტის მთავარმა ოპონენტებმა პრემიერ მინისტრმა იულია ტიმოშენკომ და ვიქტორ იანუკოვიჩმა წამოაყენეს, და ამასთან პრეზიდენტის წინააღმდეგ კოალიციის შესაქმნელად შეხვედრებს მართავენ. ქვეყანაში პოლიტიკურ კრიზისს თან ერთვის მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა.
XS
SM
MD
LG