ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გლობალური ეკონომიკური კრიზისის  ყველაზე მწვავე ფაზამ ჩაიარა


რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი აცხადებს, რომ გლობალური ეკონომიკური კრიზისის ყველაზე მწვავე ფაზა ჩაიარა, მაგრამ დასძინა რომ ეკონომიკის გაჯანსაღებაზე საუბარი ჯერ კიდევ ადრეა. პრეზიდენტი მედვედევი სიტყვით სანქტ პეტერბურგში ეკონომიკური ფორუმის გახსნაზე გამოვიდა.. ინვესტორებს მან განუცხადა, რომა ეკონომიკა ამ ეტაპზე სტაბილურობას იძენს, მაგრამ კვლავ რჩება მნიშვნელოვანი საკითხები გადასაწყვეტი. საბოლოო ჯამში უნდა შეიქმნას პირნციპულად ახალი ფინანსური ინსტიტუტები, რომელიც არ იქნება დომინირებული ინდივიდუალური პოლიტიკური მოტივებით, სცენარებით, ზოგიერთი მთავრობის ან ქვეყნების მიერ.აცხადებს მედვედევი. რუსეთის ეკონომიკამ, რომელიცდიდადაა დამოკიდებული ნავთობისა და სხვა ნედლეულის ექსპორტზე, დიდი დარტყმა განიცადა გლობალური ეკონომიკური კრიზისის შედეგად. პრეზიდენტმა მოუწოდა ეკონომიკის გადახალისება რათა იგი უფრო ფართო დამრავალფეროვანიგახდეს, ეს უკანასკნელი კი საშუალებას მისცემსქვეყანას თავიდან აიცილოს მომავალი კრიზისები.

]

XS
SM
MD
LG