ბრიტანეთის პრემიერ
მინისტრი გორდონ ბრაუნი აგრძელებს კაბინეტის განახლებას. ამას წინ უსწრებდა კაბინეტის
6 მინისტრის გადადგომა და გასული კვირის არჩევნების
არადამაკმაყოფილებელი შედეგი.
დღეს ბრიტანეთის
თავდაცვის მინისტრმა ჯონ ჰატონმა გადადგომის შესახებ განცხადება გააკეთა. გუშინ კი შრომისა და პენსიონერთა
საქმეების მდივანი ჯეიმს პურნელი გადადგა და მოუწოდა პრემიერ მინისტრს იგივე გაეკეთებინა.
პრემიერ მინისტრის გორდონ ბრაუნის ლეიბორისტული პარტია სკანდალურ სიტუაციაში მას შემდეგ გაეხვია რაც გამოაშკარავდა პარლამენტარების მიერ თანხების გახარჯვის ამბავი.
გასულ კვირას ლეიბორისტულმა პარტიამ ლიბერალ დემოკრატებთან და
კონსერვატებთან წააგო არჩევნები.ბატონი ბრაუნის პარტია სავარაუდოდ ევრო პარლამენტშიც
მესამე ადგილს დასჯერდება. დაახლოებით 375 მილიონი ევროპელი 736 ადგილიან ევროპარლამენტის
არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას