ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვაშინგტონი: შეცდომებს აღარ დავუშვებთ ფხენიანთან ურთიერთობაში


ამერიკელი დიპლომატის განცხადებით ვაშინგტონი აღარ დაუშვებს შეცდომებს ჩრდილოეთ კორეასთან ურთიერთობის დროს. შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ჯეიმს სტეინბეგრმა ეს განცხადება სამხრეთ კორეის პრეზიდნეტთან ლი მუანგ ბაკთან შეხვედრისას გააკეთა.

ამ შეხვდრის დროს ამერიკელი დიპლომატი არწმუნებდა სამხრეთ კორეის პრეზიდენტს, რომ ჩინეთმა შეცვალა თავისი პოზიცია, რომელიც ადრე ჩრდილოეთ კორეის უპირობო მხრადჭერით გამოირჩეოდა.

ამერიკელი მაღალი რანგის დიპლომატები მთელი კვირის განმავლობაში აწარმოებდნენ მოლაპარაკებებს ტოკიოში სეულსა და პეკინში, ჩრდილოეთ კორეის მიერ ატომური იარაღის გამოცდასთან დაკავშირებით საერთო პოზიციის შესამუშავებლად.

კორეის ნახევარკუნძულზე დაძაბულობა გაიზარდა ჩრდილოეთ კორეის მიერ შორის რაიუსის მოქმედების ბალისტიკური რაკეტების და ბირთვული იარაღის გამოცდის შემდეგ.

XS
SM
MD
LG