ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"ვაშინგტონ პოსტის" სარედაქციო წერილი საქართველოში რუსეთის მორიგ აგრესიას არ გამორიცხავს



რუსეთის სამხედრო მანევრებისა და პროვოკაციების შემდეგ საქართველოში, დამკვირვებლებმა იწინასწარმეტყველეს, რომ კრემლი სამხედრო აგრესიას განახორციელებდა დემოკრატიულ და პრო დასავლური გეზის მიმდევარ საქართველოში.

ეს გაფრთხილებები ბევრმა სასაცილოდაც არ ჩათვალა, სანამ რუსეთის ჯარებმა საქართველოს საზღვრები არ გადალახეს 7 აგვისტოს და ქართული ჯარი და ეთნიკური მოსახლეობა არ განდევნეს ორი სეპარატისტული რეგიონიდან.

10 თვის თავზე, რუსეთი ახალ პროვოკაციებს გეგმავს საქართველოში და დიპლომატიური არხებითაც იბრძვის. ივლისში დაგეგმილია ფართე მასშტაბიანი სამხედრო წვრთნები საქართველოს საზღვრის გასწვრივ, წერს “ვაშინგტონ პოსტი” და აგრძელებს: ისახავს თუ არა ვლადიმერ პუტინი მიზნად კიდევ ერთი სამხედრო პროვოკაციის დაწყებას საქართველოს წინააღმდეგ, რათა საბოლოოდ მოუღოს ბოლო მიხეილ სააკაშვილის მთავრობას?

ძალიან ადვილია ასეთი სცენარის უარყოფა:

რუსეთის მთავრობა, სხვა რომ არაფერი, ამერიკასთან ურთიერთობების ახალი ფაზის დაწყებას ლამობს.

ევროპაში კი უსაფრთხოების ახალი სტრუქტურის აგება აინტერესებს ევროპის მხარდაჭერით.

საქართველოში კიდევ ერთი ომი, ამ ორივე ძალისხმევას ჩააგდებს.

და მაინც, ფაქტები ჯიუტია:

რუსეთი დღემდე არღვევს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობებს და საჯარისო შენაერთებს ინარჩუნებს საქართველოს ტერიტორიაზე. კრემლმა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობაც აღიარა და ცოტა ხნის წინ სადამკვირვებლო მისიის შეწყვეტას დაუჭირა მხარი.

ომის განმეორების შემთხვევაში, საქართველოს ბევრი არაფრის გაკეთება შეუძლია.

ქვეყნის თავდაცვის მინისტრი აცხზდებს, რომ ომში დაკარგული იარაღისა და აღჭურვილობების ნაწილის აღდგენა საქართველომ აქამდე ვერ მოახერხა.

ამ ფონზე, ობამას ადმინისტრაცია, რომელიც რუსეთთან ახალი სტრატეგიული იარაღის შეთანხმების შემუშავებაზე მუშაობს, საქართველოს ანტი სატანკო იარაღსა და საჰაერო თავდაცვის სისტემებს არ აწვდის, რაც ქვეყანას საშუალებას მისცემდა რუსეთის აგრესია აეცილებინა თავიდან.


პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საუკეთესო თავდადცვა, რა თქმა უნდა, პოლიტიკური მხარდაჭერაა ამერიკის, ევროკავშირისა და ნატოს მხრიდან.

დღემდე, საქართველოს დამოუკიდებლობას თეთრი სახლი მტკიცედ უჭერდა მხარს.

თბილისში ორ თვიან საპროტესტო აქციებზე რეაქცია პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსნორმალური ჰქონდა, ახლა კი მნიშვნელოვანია, რომ მან ასევე შეაკავოს რუსეთის პროვოკაცია და საშუალება არ მისცეს მას ინტერვენცია განახორციელოს.

და ბოლოს, მშვიდობიანი ზაფხული თბილსში ასევე ბატონი ობამას სიმტკიცეს მოითხოვს:

მან არანაირი ეჭვი არ უნდა დაუტოვოს კრემლს, რომ რუსეთის კიდევ ერთი აგრესია სერიოზულად დააზიანებს რუსეთ ამერიკის ურთიერთობებს.

XS
SM
MD
LG