ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შეერთებულ შტატებში ეკონომიკის გაუმჯობესება შეინიშნება


მიუხედავად იმისა, რომ შეერთებულ შტატებში ეკონომიკის გაუმჯობესება შეინიშნება, ათასობით ამერიკელი ჯერ კიდევ კარგავს სამუშაოს. დასაქმების სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, შეერთებულ შტატებში გასულ მაისის თვეს კერძო კომპანიებმა ხუთას ოცდათორმეტი ათასი მომსახურე დაითხოვეს სამსახურიდან. ხოლო კერძო საკონსულტაციო კომპანიის “ჩელენჯერ გრეი ენდ ქრისსმასის” მიერ ჩატარებული გამოკვლევის თანახმად, გასულ წელთან შედარებით მაისში შვიდი პროცენტით მეტი სამუშაო ადგილი გაუქმდა. ორივე ანგარიშში აღნიშნულია ის, რომ აპრილთან შედარებით სამუშაო ადგილების გაუქმების პროცესი შენელდა, მაგრამ ეს პროცესი ჯერ კიდევ შეიძლება გაგრძელდეს. შეერთებული შტატების დასაქმების დეპარტამენტი საკუთარ ანგარიშს მომავალ პარასკევს გამოაქვეყნებს. ბლუმბერგის ახალი ამბების სააგენტო კი აცხადებს, რომ ამერიკაში უმუშევრობა ცხრა მთელი ორი მეათედი პროცენტით გაიზრდება


XS
SM
MD
LG