ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩინეთში ტიანანმინის მოვლენებიდან 20 წელი გავიდა


ჩინეთში ტიანანმინის მოვლენების ოცი წლის იუბილეს მოახლოვების გამო უშიშროების ძალები მზადყოფნაში არიან მოყვანილნი. დღეს ტიანანმინის მოედანი სამოქალაქო ტანისამოსში გადაცმული პოლიციელებითა და სპეცდანიშნულების რაზმელებითაა სავსე. ისინი ხალხს ამოწმებენ და ჟურნალისტებს მოედანზე შეღწევის ნებას არ აძლევენ. 1989 წლის 4 ივნისს ჩინეთის კომუნისტურმა პარტიამ მოედანზე მიმდინარე პროდემოკრატიული დემონსტრაცია ტანკების მეშვეობით დაშალა. დაუზუსტებელი ინფორმაციის ტანახმად ამ დროს ასობით ან ათასობით სტუდენტი და მუშა მოსამსახურე დაიღუპა. ჩინელმა დისიდენტებმა დასავლურ პრესის წარმომადგენლებს ტელეფონის მეშვეობით მოახსენეს, რომ ხელისუფლებამ მათ შინიდან გასვლა აუკრძალა. ხოლო ზოგი დისიდენტი კი ძალდატანებით გაიყვანა პეკინიდან. მაკაუში ხელისუფლებამ ტიანანმინის დემონსტრაციის მომწყობ სტუდენტთა ერთერთი ლიდერი ვუ ერ კაიში დააკავა, რომელიც დღეს ტაივანიდან ჩავიდა ჩინეთში.
XS
SM
MD
LG