ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკის კონტინენტების ქვეყნების  ორგანიოზაციის გენერალური ასამბლეა დღეს იწყება


დასავლეთ ნახევარსფეროს ქვეყნების ორგანიოზაციის გენერალური ასამბლეა დღეს ჰანდურასში იღებს სტარტს. ასამბლეაზე განხილვის ერთ-ერთი საგანი ორგანიზაციაში კუბის დაბრუნებაა, რომელიც უკვე 47 წელია არ იღებს მონაწილეობას ორგანიზაციის შეკრებებში.

ორგანიზაცია 34 ქვეყანას მოიცავს. ორ დღიანი ასამბლეა ქალაქ სან პედრო სულაში გაიმართება რომელსაც აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი დაესწრება.

ლათინური ამერიკის მრავალი ქვეყანა იმედოვნებს რომ კუბა კვლავ დაბრუნდება ორგანიზაციაში, ჰილარი კლინთონმაც თავის მხრივ აღნიშნა რომ კვლავ დადგება დღე კუბის ორგანიზაციაში ხელახალი გაწევრიანებისა.

მაგრამ აქვე დასძინა რომ მანამდე კუბამ რეფორმები უნდა გაატაროს ქვეყანაში.

თავად კუბა აცხადებს, რომ მას ორგანიზაციის წევრობის დაბრუნების არანაირი ინტერესი არ გააჩნია.

ამასთან ელ სალვადორის ახალმა პრეზიდენტმა მაურიციო ფუნესმა თავის საინაუგურაციო სიტკვაში აღნიშნა რომ იგი კუბასთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას აპირებს. იგი ერთადერტი ქვეყანაა ლატინური ამერიკიდან რომელსაც არ გააჩნია დიპლომატიური წარმომადგენლობა ჰავანაში.

XS
SM
MD
LG