ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თურქეთში სასტიკი მკვლელობა მოხდა


თურქეთის ოფიციალური პირების განცხადებით პოლიციამ დააკავა პიროვნება რომელიც ეჭვმიტანილია მისი 8 ოჯახის წევრის მკვლელობაში მათ შორის 3 არასრულწლოვანის. ინცინდენტი თურქეთის სამხრეთით მოხდა. ოფიციალური პირები იუწყებიან რომ ქალაქ ადანას პოლიციას დაკითხვაზე ჰყავს 38 წლის მამაკაცი, რომელსაც დაპატიმრების დროს წინასწარი მონაცემებით მკვლელობის იარაღი ამოუღეს. პოლიციამსაცხოვრებელ ბინაში მისვლისას აღმოაჩინა 8 გვამი, რომელიც ეჭვმიტანილის მშობლებს, დას და კიდევ 5 ნათესავს ეკუთვნის. მათ ყველას თავის არეში ჰქონდათ ნასროლი ტყვია. ამ დროისათვის მკვლელობის მოტივი დადგენილი არაა.

XS
SM
MD
LG