გრძელდება გუშინ ატლანტის
ოკეანის თავზე უგზო-უკვლოდ დაკარგული
თვითმფრინავის ძებნა. საფრანგეთის, ბრაზილიის და ესპანეთის თვითმფრინავები
ცდილობენ იმის დადგენას თუ რა ბედი ეწია რიო დე ჟანეიროდან პარიზის მიმართულებით
მიმავალ “ერ ფრანსის” კუთვნილ აერობუს 330- ს. თვითმფრინავის ბორტზე ორას ოცდარვა
ადამიანი იმყოფებოდა. ძებნის არეალი ათსობით კილომეტრს მოიცავს. ღამის პერიოდში
ძებნას სპეციალურად აღჭურვილი თვითმფრინავები ახორციელებენ. ბრაზილიამ აგრეთვე
სამხედრო ხომალდებიც გაგზავნა სავარაუდო კატასროფის მიმართულებით. ჯერ-ჯერობით
ვარაუდობენ, რომ კატასტროფას ცუდმა ამინდმა შეუწყო ხელი. ცნობილია, რომ რადარების ეკრანებიდან გაქრობამდე თვითმფრინავს
ელექტროობასთან დაკავშირებული პრობლემები შეექმნა. ბრაზილიური ავიაკომპანიის ერთ-ერთი
თვითმფრინავის პილოტმა განაცხადა, რომ გუშინ იმ მიდამოებში სადაც სავარაუდოდ “ერ
ფრანსის” თვითმფრინავი ჩამოვარდა მან
ოკეანის ალმოდებული ზედაპირი შენიშნა.