ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრეზიდენტი ობამა დღეს ახლო აღმოსავლეთში მიემგზავრება


პრეზიდენტი ობამა დღეს ახლო აღმოსავლეთში მიემგზავრება. ამერიკის პრეზიდენტი რეგიონში ვიზიტს საუდის არაბეთიდან დაიწყებს. ხვალ ელ-რიადში ბატონი ობამა საუდის არაბეთის მეფეს აბდულას შეხვდება. შემდეგ პრეზიდენტი ეგვიპტის დედაქალაქს ესტუმრება. კაიროს უნივერსიტეტში ბატონი ობამა მთელ მუსლიმანურ სამყაროს მიმართავს სიტყვით. გუშინ ბი ბი სის არხით გამოსვლისას ამერიკის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები საკუთარ იდეალებს და ფასეულობებს არასდროს უღალატებს. ეგვიპტიდან ბატონი ობამა გერმანიაში გაემგზავრება სადაც ბუხენვალდის საკონცენტრაციო ბანაკს მოინახულებს. ამერიკის პრეზიდენტის უცხოეთში ვიზიტი საფრანგეთში დასრულდება. იქ ბატონი ობამა მეორე მსოფლიო ომის დროს ნორმანდიაში მოკავშირეთა გადასხდომის სამოცდახუთი წლისთავის აღსანიშნავ საზეიმო ცერემონიებში მიიღებს მონაწილეობას.

XS
SM
MD
LG