აშშ-მ და ევროკავშირმა ოფიციალური განცხადება გააკეთეს, რომელშიც ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ არ სცნობენ ე.წ. სამხრეთ ოსეთში კვირას ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების არც კანონიერებასა და არც შედეგებს. აშშ-ს სახ-დეპი სპეციალურად გაკეთებულ განცხადებაში ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ ცხინვალში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები წარმოადგენსუკან გადადგმულ ნაბიჯს სამხრეთ ოსეთში კონფლიქტის მოლაპარაკებისა და მშვიდობიანი გზებით მოგვარების საკითხში. შეგეხსენებთ , რო ოფიციალური ვაშინგტონი ე.წ. სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთს,როგორც საქართველოს ტერიტორიის განუყოფელ ნაწილს ისე მოიაზრებს. ფაქტობრივად ეს განცხადება ასახავს აშშ-ს საქართველოს ტერიტორიალური ხელშეუვალობისადმი მხარდაჭერის პარლამენტის დემონსტრირებას. ე.წ. სამხრეთ ოსეთის საპარლამენტო საარჩევნო კომისიამ განაცხადა, რომ პარლამენტში 34 ადგილს დაიკავებს ედუარდ კოკოითის ერთობის პარტია და კიდევ ორი პარტია, რომლებიც მას უჭერენ მხარს.