ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბაღდადში განხორციელებულ აფეთქებას 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა



ერაყის პოლიცია აცხადებს, რომ დღეს ბაღდადის დორას უბანში მდებარე ბაზარში განხორციელებულ აფეთქებას ოთხი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ხოლო დაიჭრა ცამეტი კაცი. 21 მაისს ამავე უბანში მომხდარმა აფეთქებამ სამი ამერიკელი ჯარისკაცის სიცოცხლე შეიწირა. ერაყის მინისტრთა კაბინეტი კი აცხადებს, რომ გასულ მაისის თვეს ქვეყანაში არსებულმა ძალადობის ფონმა საგრძნობლად დაიწია. ამ ინფორმაციის თანახმად,

ტერაქტებისა და თავდასხმების შედეგად მაისში ას ოცდათოთხმეტი, ხოლო წინა აპრილის თვეში კი სამას ორმოცდათხუთმეტი ადამიანი დაიღუპა. ერაყის მთავრობა ცდილობს იმის დამტკიცებას, რომ იგი ქვეყანაში უსიშროების გარანტირებას შესძლებს მას შემდეგაც, რაც 30 ივნისს ერაყში დისლოცირებული ამერიკული არმია ქალაქებიდან სამხედრო ბაზებში გადანაცვლებას დაასრულებს.

XS
SM
MD
LG