ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სამხრეთ კორეა და ასეანის ქვეყნები ფხენიანის მიერ ბირთგვული ბომბის გამოცდას გმობენ


სამხრეთ კორეა და ასეანის ქვეყნები ჩრდილოეთ კორეის მიერ ბირთვული ბომბის აფეთქების განხორციელების ფაქტს გმობენ.

სამხრეთ კორეამ და “სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ასოციაციის” ანუ “ასეანის” წევრმა ქვეყნებმა, ჩრდილოეთ კორეის მიერ ბირთვული ბომბის აფეთქების

ფაქტი დაგმეს. მათ ფხენიანისგან ბირთვული პროგრამის დაუყონებლივ შეწყვეტა და გაეროს რეზოლუციების პატივისცემა მოითხოვეს. სამხრეთ კორეის პრეზიდენტის ლი მინ ბაკის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ “ასეანის” წევრი ქვეყნების ლიდერებმა ბომბის გამოცდას პროვოკაცია უწოდეს და განაცხადეს, რომ 25 მაისს განხორციელებული ეს აფეთქება რეგიონისა და მთელი მსოფლიოს მშვიდობას და სტაბილურობას უქმნის საფრხეს. სამხრეთ კორეის ახალი ამბების სააგენტო იუწყება, რომ ჩრდილოეთ კორეამ მის ხელთ არსებული გრძელი რადიუსის მქონე ყველაზე დახვეწილი რაკეტა საცდელ პოლიგონზე დაამონტაჟა და მოსალოდნელია, რომ მიმდინარე თვეს ამ რაკეტის გაშვება განახორციელოს.

XS
SM
MD
LG