ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სტრატეგია რომელიც ამერიკელთა კომპიუტერებს თავდასხმებისგან დაიცავს


ამერიკის პრეზიდენტი ბარაკ ობამა დღეს თავისი ახალი სტრატეგიის შესახებ გააკეთებს განცხადებას, რომელიც ამერიკელების კერძო და სამსახურებრივ კომპიუტერებს თავდასხმებისგან დაიცავს.

პრეზიდენტ ობამას სტრატეგიის მთავარი კომპონენტი იქნება კიბერ სფეროს კოორდინატორის დანიშნვა, რომელიც თავის მოღვაწეობას ეროვნული უშიშროებისა და ეროვნულ ეკონომიკურ საბჭოებთან მოუხდენს კოორდინაციას. ბატონი ობამა ამ ახალ თანამდებობაზე დღეს არავის დაასახელებს.

იანვარში ხელისუფლების სათავეში მოსვლის შემდეგ, ამერიკის პრეზიდენტმა ბრძანება გასცა-60 დღის განმავლობაში მომხდარიყო მთავრობის კომპიუტერული ქსელის შემოწმება.

ამ ფონზე, გაზეთი “ნიუ იორკ თაიმსი” იტყობინება, რომ ამერიკის შეიარაღებული ძალები ახალ შტაბს შექმნის კიბერ უსაფრთხოების დარგში, რომელიც კომპიუტერებით შემტევით და თავდაცვით ზომებს გაატარებს.

XS
SM
MD
LG