ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანის  პრეზიდენტობის კანდიდატი თანახმაა განაახლოს მოლაპარაკებები


ირანში პრეზიდენტობის კანდიდატმა განაცხადა რომ გააგრძელებს მოლაპარაკებებს საერთაშორისო საზოგადოებასთან თეირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით. ეს ირანის ახლანდელი პრეზიდენტის მაჰმუდ აჰმადინეჟადის თვალსაზრისისგან სრულიად განსხვავებული პოზიციაა.

ეს განცხადება ირანის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა მირ ჰუსეინ მუსავიმ დღეს გააკეთა. მუსავი თანახმაა განაახლოს მოლაპარაკებები მსოფლიოს 6 წამყვან ქვეყანასთან ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით. ეს ქვეყნები გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრები არიან გერმანიის დამატებით.

ირანის პრეზიდენტი მაჰმუდ აჰმადინეჟადი ამ ქვეყნებთან მოლაპარაკების გაგრძელებას უბრალოდ წყლის ნაყვად თვლიდა. ბატონი მუსავი ირანის დღევანდელი პრეზიდენტის მსგავსად ბირთვული ტექნოლოგიების განვითარებას მშვიდობიანი მიზნებისთვის აპირებს და სურს დაარწმუნოს საერთაშორისო საზოგადოება რომ ირანი არასოდეს არ განიზრახავს ატომური ბომბის შექმნას.

XS
SM
MD
LG