ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკული დემოკრატიის გამოცდილება


თსუ-ში ამერიკის შესწავლის ცენტრმა გამართა მე-10 საერთაშორისო კონფერენცია თემაზე ”ამერიკული დემოკრატიის გამოცდილება”, რომლის მიზანია აშშ-ს ისტორიის, პოლიტიკის, ეკონომიკის, სამართლის, მეცნიერების, კულტურის, განათლების, რელიგიისა და მრავალი სხვა სფეროს შესწავლა და ამ ცოდნის პოპულარიზაცია საქართველოს საზოგადოების ფართო ფენებში, ასევე ამერიკის ისტორიის და თანამედროვე ცხოვრების მაგალითის გამოყენებით საქართველოში დემოკრატიული ფასეულობების დამკვიდრებისა და განვითარების ხელშეწყობა.. კონფერენციაში მონაწილეობდნენ როგორც ქართველი, ასევე ამერიკელი მეცნიერები. ერთ-ერთმა მათგანმა თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ ახსოვს, როგორ ირღვეოდა აშს-ში შავკანიანების უფლებები, როგორ არბევდნენ მათ საპროტესტო დემონსტრაციებს.. - ჩვენთვის თვალსაჩინო ხდებოდა, რომ დემოკრატია აშშ-ში სრულყოფილი არ იყო. ეს ხდებოდა ჯერ კიდევ 40 წლის წინ, დღეს კი ამერიკას ჰყავს შავკანიანი პრეზიდენტი ! - განაცხადა კონფერენციაზე ამერიკელმა მეცნიერმა. როგორ შეიძლება შეფასდეს ქართული დემოკრატია? - ამ კითხვზე ცენტრის ხელმძღვანელი ვასილ კაჭარავა პასუხობს, რომ ქართული დემოკრატია განვიტარების სტადიაში


XS
SM
MD
LG