ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ობამას ისლამურ სახელმწიფოებთან  ურთიერთობის გამოსწორება სურს


შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაქ ობამა ერთ კვირაში ეგვიპტეში გაემგზავრება საიდანაც მთელი მსოფლიოს მუსულმანებს მიმართავს. ობამას ისლამურ სახელმწიფოებთან ამერიკის ურთიერთობის გამოსწორება და ექსტრემისტების წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლა სურს.

ამასობაში შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი და ეგვიპტის საგარეო საქმეტა მინისტრი აჰმედ აბდულ ღეითი ვაშინგტონში შეხვდნენ ერთმანეთს, სადაც ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო პროცესის შესახებ ილაპარაკეს, რომელიც მათი აზრიტ დამოუკიდებელი პალესტინური სახელმწიფოს ცამოყალიბებით უნდა დასრულდეს.

ბარაქ ობამამ უკვე რამდენჯერმე მიმართა სიტყვით არაბულ და ისლამურ სამყაროს. მარტში საპრსელებს მან ნოვრუზ ბაირამის, ირანული ახალი წლის დღესასწაული მიულოცა. პირველი ინტერვიუ შეერტებული შტატების პრეზიდენტის რანგში კი ბარაქ ობამამ ალ-არაბიას ტელეკომპანიას მისცა.

დიდი ხნის განმავლობაში პოლიტოლოგები მსჯელობდნენ, თუ რომელ ქვეყანას აირჩევდა ობამა ისლამური სამყაროს მიმართ თავისი პოზიციის გამოსახატად. საბოლოოდ თეთრმა სახლმა ამ მიზნისთვის ეგვიპტე აირჩია, როგორც არაბული სამყაროს გული.

გაზეთ ვაშინგტონ თაიმსის რედაქტორის მოადგილე ბარაბარა სლავინი მიიჩნევს რომ ეს საუკეთესო არჩევანი იყო, რადგან ეგვიპტე საუკუნეების განმავლობაში ისლამური მსფლმხედველობის მთავარი ცენტრი იყო:“ ეგვიპტე ობამამს ადმინისტრაციის საუკეთესო არჩევანია რამდენიმე მიზეზის გამო-პირველ რიგში ეგვიპტე ის ქვეყანა, რომელმაც პირველმა დადო სამშვიდობო შეთანხმება ისრაელთან. გარდა ამისა ეგვიპტე ყოველთვის იყო სუნიტური ფილოსოფიური აზროვნების სავანე. ქაიროს ალ-აზჰარის უნივერსიტეტი კი ათას წელს ითვლის, ეს არის სუნიტური თეოლოგიის აკვანი ამერიკას კი ძირითადად სუნიტურ სამყაროსთან აქვს პრობლემები.

თანაც ისიც გასათვალისწინებელია, რომ უახლოეს ხანში ეგვიპტის ახლანდელ პრეზიდენტს, რომელიც 1981 წლიდან მართავს ქვეყანას პოლიტიკური სცენიდან ცამოსვლა მოუწევს. არ არის გამორიცხული რომ ჰოსნი მუბარაქმა ძალაუფლება თავის შვილს გადასცეს. ასეთ პირობებში შეერთებული შტატების და ეგვიპტის მეგობრულ ურთიერთობას დიდი მნიშვნელობა აქვს.

აღსანიშნავია რომ უკანასკნელი 28 წლის განმავლობაში ეგვიპტე საგანგებო მდგომარეობის პირობებში ცხოვრობდა. ეგვიპტის ციხეებში დღემდე იტანჯება 8000-ზე მეტი პოლიტიკური პატიმარი. ადამიანის უფლებათა დამცავი ორგანიზაციები იმედოვნებენ, რომ პრეზიდენტ ობამას ვიზიტი ხელს შეუწყობს ქვეყანაში ძირეული ღირებულებების და თავისუფლების განმტკიცებას.

როგორც გერმანელი ჟურნალისტი მატიას რუბი მიიჩნევს:“ ობამს ახლო აღმოსავლეთსი ორი პრობლემის გადაწყვეტა მოუწევს-პირველი ეს არის ისრაელ-პალესტინის კონფლიქტი და მეორე ირანი. მას შეუძლია არაბული სამყაროს მხარდაჭერა მოიპოვოს საუდის არაბეთიდან დაწყებული ეგვიპტის ჩათვლით, თუ ბირთვული იარაღის მოპოვების მოსურნე ირანის წინააღმდეგ მათ დარაზმვას მოახერხებს.

როგორც თურქეთში ამასწინათ გამოსვლისას პრეზიდენტმა ობამამ განაცხადა ამერიკის და ისლამური ქვეყნების თანამშრომლობა არ შეიძლება მხოლოდ ალ-ყაიდას წინააღმდეგ ბრძოლაზე იყოს დამყარებული, აქ მთავარი საერთო ინტერესებია.

ვაშინგტონ პოსტის კორესპონდენტის ბარბარა სლავინის განცხადებით:“ პრეზიდნტმა ობამამ უკვე შეარჩია ისლამურ სამყაროსთან ურთიერთობის ბუშის ადმინისტრაციისგან სრულიად განსხვავებული ტონი. ის ურთიერთ პატივისცემაზე ლაპარაკობს, ამას ხელს უწობს ის გარემოებაც რომ ობამას ბავშვობა მუსულმანურ ქვეყანაში აქვს გატარებული. ის ლაპარაკობს ექსტრემიზმის წინააღმდეგ ბრძოლაზე და არაფერს ამბობს ამერიკის ომზე ისლამურ ფუნდამენტალიზმთან.“

ამის გამო ზოგიერთი ანალიტიკოსი შეშფოთებას არ მალავს რომ მუსულმანებმა ობამას ამგვარი პოზიცია შეიძლება სისუსტედ ჩათვალონ, თუმცა მათიას რუბი არ იზიარებს ამ მოსაზრება:“ ობამას ევროპაში ვიზიტის დროსაც ამბობდნენ რომ ის მთავარსრდალი კი არა მთავარი მომბოდიშებელია, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს რომ შეერთებულმა შტატებმა ბევრი შეცდომა დაუშვა და ამის აღიარება ობამას ზიანზე უფრო მეტად სარგებელს მოუტანს.“

როგორც ჟურნალისტი ნადია ბილბასი ამბობს:“ ბარაქ ობამას ძალზე ადვილად შეუზლია ურთიერთობის დამყარება აუდიტორიასთან. მისი მიზანია ხაზი გაუსვას იმ გარემოებას რომ ამერიკა არ არის და არც არასოდეს იქნება ისლამის მტერი. ობამა უსაფუძვლოდ მიიჩნევს მტკიცებას დასავლური და ისლამური ცივილიზაციების დაპირისპირების შესახებ და ამ სამყაროთა ურთიერთობაში ახალი ერის დაწყებას ცდილობს.“

მსლიმანებს მთელს მსოფლიოში იმედი აქვთ რომ ბარაქ ობამას სიტყვა და საქმე ერთი იქნება და შესაბამისად შეერთებული შტატების პოლიტიკა ისლამური სამყაროს მიმართ ურთიერთ პატივისცემაზე იქნება დამყარებული.

XS
SM
MD
LG