ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩრდილოეთ კორეა საფრთხეს წარმოადგენს


შეერთებული შტატებისა და სამხრეთ კორეის სამხედროები ჩრდილოეთ კორეისგან მომდინარე მუქარას სერიოზულად აღიქვავენ. სამხრეთ კორეის ტერიტორიაზე დისლოცირებული ამერიკული სამხედრო კონტინგენტის და სამხრეთ კორეის არმიის მზადყოფნის დონე უმაღლეს მაჩვენებლამდე აწიეს მას შემდეგ, რაც ფხენიანმა განაცხადა, რომ ორმოცდაათი წლის წინანდელ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას ბათილად სცნობს. ამერიკელებს და სამხრეთ კორეელებს მზადყოფნის დონე 2006 წლის შემდეგ არ აუმაღლებით. მაშინ ჩრდილოეთ კორეამ საცდელად პირველი ბირთვული ბომბი ააფეთქა. მიმდინარე კვირას ორ კორეულ სახელმწიფოს შორის ურთიერთობა კიდევ ერთხელ დაიძაბა მას შემდეგ, რაც ფხენიანმა გასულ ორშაბათს კიდევ ერთხელ განახორციელა ბირთვული აფეთქება.

XS
SM
MD
LG