ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ისრაელი ამერიკის მიერ უკანონო დასახლებების მშენებლობის შეჩერების მოთხოვნას უარყოფს


ისრაელი ამერიკის მიერ უკანონო დასახლებების მშენებლობის შეჩერების მოთხოვნას უარყოფს. ისრაელის მთავრობის პრეს-მდივანი მარკ რეგევი აცხადებს, რომ ისრაელი მანადე დადებულ პირობას შეასრულებს და ახალ დასახლებებს აღარ ააგებს, მაგრამ დაწყებული მშენებლობების შეჩერებას არ აპირებს. მისი თქმით მშენებლობები ისრაელის მოსახლეობის ზრდითაა განპირობებული. მანამდე კი შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა განაცხადა, რომ ამერიკა ისრაელს ყოველგვარი გამონაკლისის გაკეთების გარეშე ოკუპირებულ ტერიტორიებზე ყველა მშენებლობის შეჩერებას მოსთხოვს. დღეს თეთრ სახლში პრეზიდენტი ობამა პალესტინელთა ავტონომიის პრეზიდენტს მაჰმუდ აბასს მასპინძლობს. ცნობილია, რომ შეხვედრისას ბატონი აბასი ისრაელის მიერ მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე მიმდინარე მშენებლობების შეჩერების პრობლემაზე გაამახვილებს ამერიკის პრეზიდენტის ყურადღებას.

XS
SM
MD
LG