ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ობამამ  ამერიკის მთავრობის საიდუმლო დოკუმენტების გამოძიების ბრძანება გასცა


პრეზიდენტმა ობამამ ამერიკის მთავრობის საიდუმლო დოკუმენტების გამოძიების ბრძანება გასცა. ადმინისტრაციამ ის უნდა დაადგინოს თუ რა კრიტერიუმებიდან გამომდინარე ითვლება ესა თუ ის დოკუმენტი საიდუმლოდ. ეს განკარგულება უფრო გამჭვირვალე მთავრობის არსებობითაა ნაკარნახევი. პრეზიდენტი ეროვნული უშიშროების დარგში მრჩეველს ჯეიმს ჯონსს და სხვადასხვა ფედერალური უწყებების ხელმძღვანელებს ეთათბირა და მათი რეკომენდაციების გათვალისწინებით იმ დასკვნამდე მივიდა, რომ საიდუმლო დოკუმენტების ახალი სახის კვალიფიცირებაა აუცილებელი. მან ეროვნული უშიშროების დარგში მრჩეველს დეკლასიფიკაციის ეროვნული ცენტრის შექმნის წინადადების აწონ-დაწონა დაავალა. ბატონმა ობამამ ისეთი სპეციალური უწყების შექმნის ბრძანებაც გასცა, რომელიც ფედერალურ სააგენტოთა შორის მნიშვნელოვანი, მაგრამ არაგასაიდუმლოებული ინფორმაციის მოძრაობას უზრუნველყოფს.


XS
SM
MD
LG