ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ში ეკონომიკური რეცესიის პროცესი შენელდა


აშშ-ში ეკონომიკური რეცესია შენელდა. ამის შესახებ მეტყველებს სამუშაოა დგილებიდან გათავისუფლებული ადამიანების რიცხვის კლება და წარმოების ზრდა.

დღეს შრომის დეპარტამენტმა გამოაქვეყნა დასკვნა სადაც აღნიშნულია, რომ დაიკლო უმუშევრობის დახმარების მთხოვნელთა რიცხვმა. რასაც თავის მხრივ უკავშირებენ იმას რომ გასული თვის განმავლობაში უფრო ნაკლებმა ადამიანმა დაკარგა სამუშაო ადგილი.

მაგრამ ამავე დასკვნაში მითითებულია ისიც, რომ ამ ეტაპზე ახალი სამუშაოს მოძებნასთან დაკავშირებით არსებობს სირთულეები.

კიდევ ერთი დასკვნა გაკეთდა ვაჭრობის დეპარტამენტის მიერ, რომელიც აპრილის თვეში პროდუქციის ზრდაზე მიუთითებს.

მომავალი წლებისთვის შეკვეთებმა ძვირადღირებულ პროდუქციაზე 2%-ით გაიზარდა რაც 2007 წლის შემდეგ ყველზე მაღალ მაჩვენებელზეა.

მიუხედავად იმისა რომ არის ნიშნები ეკონომიკური მდგომარეობის გამოსწორებისა, მომხმარებელი მაინც ფრთხილობს და ერიდება ხარჯვას.

XS
SM
MD
LG