ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მოლდოვაში კომუნისტებმა ვერ გაიყვანეს თავისი საპრეზიდენტო  განდიდატურა


მოლდოვას პარლამენტმა 3 ივნისამდე გადასდო ქვეყნის ახალი პრეზიდენტის არჩევის პროცესი. აპრილში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების დროს მმართველმა კომუნისტურმა პარტიამ 101 საპარლამენტო ადგილიდდან 60 მოიპოვა. ეს კი ერთი ხმით ნაკლებია ვიდრე საჭიროა რათა პრეზიდენტის კანდიდატურა დასახელდეს. გასულ კვირას ხმის მიცემის პროცესი ჩაიშალა ოპოზიციური პარტიების მხრიდან ბოიკოტის გამო.

კომუნისტებმა კი ვერ მოიპოვეს ერთი ხმით მეტი რათა თავისი განდიდატურა გაეყვანათ. სამშაბათს დაგეგმილ ხმის მიცემის პროცესს ოპოზიცია სავარაუდოდ კვლავ ბოიკოტს გამოუცხადებს.

იმ შემთხვევაში თუ კომუნისტები მეორეჯერაც ვერ მიაღწევენ თავისი კანდიდატის არჩევას, მოლდოვაში კიდევ ერთი საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს.

XS
SM
MD
LG