ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პაკისტანში აფეთქების შედეგად ორი დაიღუპა და ოცი დაიჭრა


პაკისტანის პოლიციის განცხადებით, დღეს ქალაქ პეშავარის ბაზრის ტერიტორიაზე რამოდენიმე აფეთქებას ჰქონდა ადგილი.

სავარაუდოდ ერთი ადამინი დაიღუპა და 20 დაიჭრა.

ინცინდენტამდე ერთი დღით ადრე ქალაქ ლაჰორის პოლიციის შენობაზე კამიკაძე ტერორისტებმა კიდევ ერთი შეტევა განახორციელეს. მომხდარზე პასუხისმგებლობა თალიბებმა აიღეს. რასაც სვატის ველზე მიმდინარე სამხედრო ოპერაციებს უკავშირებენ. სამხედროების განცხადებით 23 ადამინი დაიღუპა მომხდარი აფეთქების შედეგად და სავარაუდოდ 300-მდე დაშავდა.

პაკისტანში თალიბთა მეთაურმა ჰაკიმულა მეჰსუდმა განაცხადა, რომ კიდევ ექნება ადგილი სხვა ტერაქტებს სამთავრობო შენობებზე, და მოუწოდა მოსახლეობას დატოვონ მიმდებარეტერიტორიები.

XS
SM
MD
LG