ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კოსოვოში ეროვნული უმცირესობების უფლებები ირღვევა



ეროვნულ უმცირესობათა უფლებების დამცველი საერთაშორისო ორგანიზაცია აცხადებს, რომ კოსოვოში ეთნიკური უმცირესობების დისკრიმინაციის ფაქტები ფიქსირდება.ორგანიზაციის მიერ დღეს გამოქვეყნებულ ანგარიშში აღნიშნულია, რომ ბოლო წლების განმავლობაში კოსოვოს ალბანური და სერბული ნაწილები დიდადაა სეგრეგირებული. ანგარიშში ნათქვამია, რომ კოსოვოს უფრო მცირე ეთნიკური ჯგუფების ბოსნიელების, ხორვატების, თურქების, გორანების და ბოშების მომავალი საკმაოდ ბუნდოვანია. აქვე ნათქვამია ისიც, რომ კოსოვოში საუკუნეების განმავლობაში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები უწყვეტად ტოვებენ ამ ახალი ბალკანური ქვეყნის ტერიტორიას. ეროვნულ უმცირესობათა უფლებების დამცველი საერთაშორისო ორგანიზაცია კოსოვოს ხელისუფლებას და ევროკავშირს ქვეყნის ეთნიკური უმცირესობების უფლებებისთვის მეტი ყურადღების დათმობას მოსთხოვს.

XS
SM
MD
LG