ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრეზიდენტმა ობამამ უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ სონია სოტომაიერი აირჩია


პრეზიდენტი ობამა მის მიერ ქვეყნის უზენაესი სასამართლოს მსაჯულის პოსტზე დასახელებული კანდიდატურის რაც შეიძლება ჩქარა დამტკიცებას მოითხოვს. თუმცა რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლები არ ჩქარობენ. პრეზიდენტმა წარმავალი მსაჯულის დეივიდ სატერის მაგივრად შეერთებული შტატების სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე, პუერტო რიკელი ემიგრანტების ქალიშვილი სონია სოტომაიორი დაასახელა. სენატის რესპუბლიკელთა უმცირესობის ლიდერმა მიჩ მაკკონელმა განაცხადა, რომ დამტკიცებამდე მისი პარტია სოტომაიორის ბიოგრაფიის გამოძიებას აპირებს. უზენაესი სასამართლოს მსაჯულის პოსტზე დამტკიცების შემთხვევაში სონია სოტომაიორი ამ პოსტზე დანიშნული პირველი ლათინოამერიკელი იქნება.

XS
SM
MD
LG