გაეროს ლტოლვილების საქმეთა სააგენტო აცხადებს, რომ ყოველდღიურად პაკისტანის ჩრდილოეთში მიმდინარე ბრძოლების რეგიონიდან ას ოცდაექვს ათას ადამიანს უწევს გახიზვნა. სააგენტოს უმაღლესი კომისრის ოფისი აცხადებს, რომ სვატის ველიდან ბოლო რამდენიმე წელიწადში ორ მილიონ ოთხასი ათასი ადამიანია ლტოლვილი. ორგანიზაცია “ჰიუმან რაიტს ვაჩი” კი აცხადებს, რომ სურსათისა და მედიკამენტების უკმარისობა ასობით ათას ადამიანს გაუსაძლის პირობებს უქმნის. გაეროს ლტოლვილების საქმეთა სააგენტოს აზიის განყოფილების დირექტორმა ბრედ ადამსმა პაკისტანის არმიას გასულ კვირას შემოღებული საგანგებო მდგომარეობის დაუყონებლივ გაუქმება მოსთხოვა. მისი თქმით, იმ შემთხვევაში თუ ისლამაბადი საგანგებო მდგომარეობას არ გააუქმებს, და კონფლიქტის ზონაში მყოფ მშვიდობიან მოსახლეობას დახმარებას არ გაუწევს, რეგიონს ჰუმანიტარული კატასტროფა ემუქრება.
პოპულარული
1