ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ევროკავშირი და აშშ საქართველოში ოპოზიციასა და მთავრობას მოლაპარაკებისაკენ მოუწოდებენ


ერთობლივ განცხადებაში ევროკავშირი და აშშ საქართველოში ოპოზიციასა და მთავრობას მოუწოდებენ უპირობო მოლაპარაკება დაიწყონ, რათა დასრულდეს შვიდი კვირის განმავლობაში მიმდინარე პოლიტიკური ვნებათა ღელვა. განცხადებაში ნათქვამია, რომ მოლაპარაკება დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს. იქვე ნათქვამია, რომ საჭიროა მთავრობამ რეფორმების ახალი პროგრამა წამოიწყოს, რათა საქართველოში დემოკრატიულ პროცესებს ძალა შემატოს. ამ დოკუმენტის ავტორები მოუწოდებენ ქართველებს კანონმორჩილებისადმი, საქართველოს კონსტიტუციის დაცვისა და ყოველი მოქალაქის უფლების დაცვისათვის მშვიდობიანად გამოხატოს თავისი აზრი. ეს განცხადება გაკეთდა რამოდენიმე საათში, მას შემდეგ რაც ხელყუმბარის აფეთქებას ჰქონდა ადგილი მაესტროს ტელესადგურის შენობაში.

XS
SM
MD
LG