ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დღეს,  ღამის 3 საათზე ტელეკომპანია ”მაესტროს” ოფისთან აფეთქებას ჰქონდა ადგილი


დღეს, დაახლოებით ღამის 3 საათზე ტელეკომპანია "მაესტროს" ოფისთან აფეთქებას ჰქონდა ადგილი. აფეთქების შედეგად ჩაიმსხვრა შენობის შუშები და დაზიანდა შენობის შესასვლელი კარი. გავრცელებული ინფორმაციით, სავარაუდოდ ხელყუმბარა იქნა ნასროლი ტელევიზიის შესასვლელი კარისკენ.

ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა. აფეთქების ხმა მაშინ გაისმა, როცა პირდაპირ ეთერში გადიოდა "საკანი #5". როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრო მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით მიმდინარეობს წინასწარი გამოძიება.

შსს-ის მიერ გაკეთებული განცხადების თანახმად პოლიციამ "მაესტროს" თხოვა მიეწოდებინათ "ტელეკომპანიის კუთვნილ სამეთვალყურეო კამერაზე არსებული ჩანაწერი, თუმცა ტელეკომპანიამ განაცხადა რომ ვიდეო-ჩანაწერს არ ფლობენ".

XS
SM
MD
LG