ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ხვალ უკვე 26 მაისია


ქართული საზოგადოების ერთი დიდი ნაწილისათვის ჯერ გაჩნდა მცდელობა 9 აპრილისათვის, ამ თარიღისათვის მიენიჭებინათ ახალი დატვირთვა. პროცესი ჯერ არ დასრულებულა და არავინ იცის, საბოლოოდ მიიღებს თუ არა ახალ მნიშვნელობას და დატვრითვას 9 აპრილი, რომელსაც აქამდე ასრებული ტრაგიკული მნიშვნელობაც აქვს და აგრეთვე საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარების კიდევ ერთი თარიღია. ახლოვდება 26 მაისი, საქართველოს დამოუკიდებლობის ოფიციალური თარიღი და ოპოზიციურად განწყობილ საზოგადოებას თუ პოლიტიკოსებს მიზნად აქვთ დასახული, ახლა 26 მაისს მოახდინონ მათი მხარდამჭერების სრული მობილიზაცია და კიდევ ერთი საპროტესტო ტალღა დაიწყოს. მაგალითად ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი დამრწუმებულია, რომ 26 მაისს ხელისუფლების მიერ დაფიქსირებულ რაოდენობასთან შედარებით, საზოგადოება ათჯერ მეტ ციფრს დაანახებს 26 მაისს სკეპტიკოსებს და ხელისუფლების პიარის ტყვეობაში მყოფთ.

სოსო ცისკარიშვილი – თუ წლევანდელ 26 მაისს გავაცნობიერებთ საკუთარი სირთულეებით, მთელი ამ თვენახევრით, რომლითაც მოვდივართ ამ თარიღამდე, რასაკვირველია რამდენად შეურაცხმყოფელიც არ უნდა იყოს, რომ გარკვეული არითმეტიკული ინტერესის საგანი გავხდით ჩვენი ხელისუფლებისთვის და ასევე რამდენიმე ჩვენი უცხოელი მეგობრისთვის, ჩვენ მაინც ჩვენი სიმრავლით უნდა დავამტკიცოთ ერთიანობა და მზადყოფნა იმისათვის რომ ქვეყანაში მოხდეს დემოკრატიული ცვლილებები. ვფიქრობ 26 მაისი იქნება ის თარიღი, რომელიც ასჯერ მეტ ციფრს დაანახებს სკეპტიკოსებს და არ არის აუცილებელი ყოველდღე იყოს ხალხის ასეთი სიმრავლე და მათი მობილიზაცია, თუნდაც წელიწადში ორჯერ საკმარისია.

- ხვალ უკვე 26 მაისია და ქართული საზოგადოება თავად ნახავს, როგორც ხალხის რაოდენობას, ასევე გასცემს კითხვას პასუხს – ჩაიწერება თუ არა კიდევ ერთი 26 მაისი საქართველოს ისტორიაში, როგორც კიდევ ერთი მნიშვნელობის თარიღი.


XS
SM
MD
LG