ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ადამიანის უფლებათა დაცვის საბჭო სამი წლის წინ ჩამოყალიბდა


ადამიანის უფლებათა დაცვის საბჭო სამი წლის წინ, ყოფილი გენერალური მდივნის კოფი ანანის მიერ დაწყებული რეფორმების ეგიდით ჩამოყალიბდა.

გენერალურმა ასამბლეამ, საბჭოს შექმნით მიზნად დაისახა მსოფლიო მასშტაბით ადამიანის უფლებათა და განურჩევლად ყველას თავისუფლების დაცვა. 47 წევრიანი საბჭოს პრიორიტეტი მსოფლიოში ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტების შემცირება უყო.

როგორც ჰადსონის უნივერსიტეტის თანამშრომელი გაეროს ექსპრტი ანა ბაიევსკი აცხადებს ახალმა საბჭომ ძველი 53 წევრიანი ადამიანის უფლებების კომისია შეცვალა.

კომისიაში შედიოდა ბევრი ის ქვეყანა რომელშიც ადამინის უფლებების დარღვევა სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდა. ერთხელ, მოხდა კომისიის თავმჯდომარე ქვეყნის-ლიბიის დისკრედიტაცია, სადაც ქვეყნის მთავრობა უმკლავდებოდა ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებს. ცდ

ბევრი ანალიტიკოსი აცხადებს რომ თავდაპირველად ახალი საბჭოს ჩამოყალიბების წრფელი მიზნები არსებობდა, თუმცა საბოლოო ჯამში აღმოჩნდა რომ ჩამოყალიბდა ყოფილი კომიის მსგავსი ორგანო. საბჭო მიზნად ისახავდა წევრობისთვის მკაცრი მოთხოვნების და საბჭოში არჩევის პროცესებში ცვლილებების შეტანას. თუმცა გაეროს ბევრმა წევრმა ქვეყანამ ეს მისწრაფებები მალევე ჩაახშო.

გაეროში აშშ-ის ყოფილი დესპანი ჯონ ბოლტონი აცხადებს:

ერთ მაგალითს მოგიყვანთ: ახალი საბჭოს დაარსების რეზოლუციაში იყო ა მუხლი რომლის თანახმად საბჭოს წევრი ვერ გახდებოდა ქვეყანა რომელშიც ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებია დაფიქსირებული ან ტერორიზმის მხარდამჭერ ქვეყანათა სიაშია შესული და უშიშროების საბჭოს მიერ სანქციები აქვს დაკისრებული. მიუხედავად იმისა რომ საკმაოდ კარგად ჩამოყალიბებული იყო ეს მოთხოვნები, გაეროს ბევრი წევრი ქვეყანა შეეწინააღდეგა ამ პირობებს და საბოოლოო ჯამში ევროპელებმაც დათმეს პოზიციები .ცდ"

შეერთებული შტატები, ისრაელი, მარშალის კუნძულები და პალაუ არ ემხრობოდნენ ახალი საბჭოს შექმნას. ანალიტიკოსები აცხადებენ რომ ახალი საბჭოს 47 წევრი ქვეყნიდან 25 არ არის თავისუფალი ან ნახევრად თავისუფალი ქვეყნაა. ექსპერტები თვლიან რომ საბჭოს წევრები არიან ისეთი ქვეყნები სადაც ადამინის უფლებების დარღვევის ფაქტების კატასტროფული მაჩვნებელი არსებობს, მათ შორისაა რუსეთი, ჩინეთი, საუდის არაბეთი, კუბა და ყირგიზეთი.

კლინტონის ადმინისტრაციის დროს გაეროში აშშ-ის წარმომადგენელი ნენსი სოდერბერგი აცხადებს რომ მდგომარეობა არც ისე სავალალოა:

სამაგიეროდ ირანი არარ არის საბჭოში. ზიმბაბვე და მისნაირი პოლიტიკის გამტარებელი ქვეყნები. რა თქმა უნდა ახალი საბჭო არ არის იდეალური მაგრამ მომავალში დაიხვეწება.ცდ

თუმცა ანა ბაიევსკი აცხადებს რომ საბჭოს ანგარიში უიმედოდ გამოიყურება:

უკანაკსნელი სამი წლის განმავლობაში ადამიანის უფლებების დაცვის საბჭომ შეწყვიტა ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტების გამოძიება ისეთ ქვეყნებში როგორიცაა ირანი, ბელორუსი, კუბა ყირგიზეთი, უზბეკეთი და სხვა მრავალი. სწორედ ამ ქვეყნების სატავეში არიან ადამინის უფლებების შემლახველები და მათ არ აწყობთ ფაქტების გამოაშკარავება.ცდ

ბევრი ექსპერტი თვლის მიუხედავად იმისა რომ საბჭო სამი წელია არსებობს უკვე საჭიროებს სერიოზულ რეფორმებს. შეერთებული შტატების ელჩი გაეროში სუზან რაისი აცხადებს რომ ვაშინგტონი მზად არის ადამინის უფლებების დაცვის საბჭო გააძლიეროს და საფუძვლიანი რეფორმები გაატაროს. მაგრამ მიუხედავად ამიერიკის სურვილისია ექსპერტები ეჭვის თვალით უყურებენ რომ საბჭო შეიცვლება და რეფორმებს გაატრებს.



XS
SM
MD
LG