ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"ატლანტისი" დედამიწაზე დაეშვა


მრავალჯერადი გამოყენების კოსმოსური ხომალდი “ატლანტისი” დღეს მიწაზე დაეშვა. ხომალდი გასულ პარასკევს უნდა დამჯდარიყო ფლორიდის კენედის სახელობის კოსმოსური ცენტრის ტერიტორიაზე, მაგრამ ცუდი ამინდის გამო ეს არ მოხერხდა. ახლა ატლანტისი კალიფორნიის შტატში მდებარე ედვარდსის საჰაერო სამხედრო ბაზის ასაფრენ ბილიკზე დაეშვა. გუშინ პრეზიდენტმა ობამამ ნასას კოსმოსური სააგენტოს თავკაცის პოსტზე შავკანიანი ყოფილი ასტრონავტი ჩარლზ ბოლდენი დაასახელა.

XS
SM
MD
LG