ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანში პოპულარული ვებ გვერდი "ფეისბუკი" დაბლოკეს


ირანში პოპულარული ვებგვერდი “ფეისბუკი” დაბლოკეს. აღსანიშნავია, რომ ირანში ორ კვირაში საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდება. ქვეყნის ახალი ამბების სააგენტო აცხადებს, რომ საიტი ირანის ინტერნეტმომსახურების უწყებამ დაბლოკა, ვინაიდან ვებგვერდზე ირანელები ოპოზიციის კანდიდატის, ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრის მირ ჰოსეინ მუსავის შესახებ ინფოერმაციას ეცნობოდნენ. რამდენიმე დღის წინ საიტი ირანის ხელისუფლების მიერ დაიბლოკა, მაგრამ მოგვიანებით აკრძალვა გააუქმეს.
XS
SM
MD
LG