ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პაკისტანის არმია  სვატის ველის მთავარი ქალაქის აღებას ლამობს.


არმია აცხადებს, რომ ჯარისკაცებმა ქალაქ მინგორას შეუტიეს, სადაც თალიბები არიან გამაგრებულები. არმიის პრეს-მდივანმა გენერალ-მაიორმა ათარ აბასმა განაცხადა, რომ ქალაქის აღებას დიდი დრო და ჯაფა დასჭირდება. მისი თქმით, თალიბები ადგილობრივ მოსახლეობას ცოცხლალ ფარად გამოიყენებენ. ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, ბრძოლის დროს ჩვიდმეტი მემაბოხე, მათ შორის თალიბთა ერთ-ერთი საველე მეთაური გაანადგურეს. ბრძოლას მინგორადან ათასობით ადამიანი გაურბის. გაერო აცხადებს, რომ პაკისტანის ჩრდილოეთში მიმდინარე ბრძოლების შედეგად დაახლოებით ორი მილიონი ადამიანია ადგილნაცვალი.

პაკისტან

XS
SM
MD
LG