ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნეპალს ახალი პრემიერ-მინისტრი ჰყავს



ნეპალის პარლამენტმა ზომიერი კომუნისტი ლიდერი აირჩია პრემიერ მინისტრის თანამდებობაზე. რაც სავარაუდოდ დაასრულებს ქვეყანაში შექმნილ რამოდენიმე კვირიან პოლიტიკურ კრიზისს. შაბათს კატმანდუში ჩატარებულ არჩევნებში მადჰავ კუმარ ნეპალის კონკურენტი არ ჰყავდა. არჩევნებამდე რემდენიმე საათით ადრე კი დედაქალაქის სამხრეთით ბობმბის აფეთქების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა. ბატონი ნრპალი, შეცვლის მაოისტ ლიდერს პუშპა კუმალ დაჰალს, რომელიც პრაცჰანდას სახელითაა ცნობილი. ეს უკანასკნელი პრეზიდენთან დაპირისპირების შემდეგ გადადგა. პრაჩანდას გადადგომას უკავშირებენ იმას, რომ მან უარი მიიღო ნეპალის სამხედრო მეთაურის გადაყენების მოითხოვნაზე. პოლიციის განცხადებით, კატმანდუსთან მომხდარი აფეთქების შედეგად კი დაიღუპა 30 წლის ქალი და 14 წლის გოგონა.


XS
SM
MD
LG