ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კოსმოსური ხომალდის "ატლანტისის"  დედამიწაზე დაბრუნება გადაიდო


აშშ-ის კოსმოსური სააგენტოს ნასას განცხადებით უამინდობის გამო გადაიდო .კოსმოსური ხომალდის "ატლანტისის" დედამიწაზე დაბრუნება. ნასამ ხომალდის დაშვება კვირისთვის გადადო, რომელიც ან კალიფორნიაში ან ფლორიდაში განხორციელდება. "ატლანტისს" საკმარისი მარაგი გააჩნია ბორტზე რათა ორბიტაზე ორშაბათამდე შესძლოს ყოფნა. ნასას განცხადებით 7 კაციანი "ატლანტისის" ეკიპაჟის დედამიწაზე დაშვების ორი ვარიანტი არსებობს კალიფორნიასა და ფლორიდაში, მაგრამ ნასა უპირატესობას ფლორიდას ანიჭებას, რადგანაც ასეთ შემთხვევაში დაიზოგება თანხა კალიფორნიიდან ფლორიდაში ხომალდის ტრანსპორტირებაზე. ამას გარდა, შაბათს პრეზიდენტმა ობამამ ყოფილი ასტონავტი ჩარლზ ბოლდენი კოსმოსური სააგენტოს ხელმძღვანელობა დაავალა. თუ სენატი მის კანდიდატურას დაამტკიცებს, მაშინ იგი იქნება პირველი შავკანიანი რომელიც ნასას უხელმძღვანელებს.


XS
SM
MD
LG