ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ორი ამერიკელი სამოქალაქო პირი მოკლეს


ორი ამერიკელი სამოქალაქო პირი მოკლეს ბაღდადის ე.წ. მწვანე ზონაში, რომელიც ამერიკელმა სამხედროებმა ციხესიმაგრედ გადააქციეს. თავდაცვის დეპარტამენტში მომუშავე დაღუპული ამერიკელის გვამი მწვანე ზონაში პარასკევს აღმოაჩინეს. ამ ზონიდან გამოსული ხმების თანახმად აღნიშნული პიროვნება მოკლულია. ამერიკელი სამხედროების განცხადების თანახმად მეორე ამერიკელი სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაიღუპა შეერთებული შტატების საელჩოს მახლობლად. ამერიკელებმა ბაღდადის მწვანე ზონაზე კონტროლი ამ წლის დასაწყისში გადაულოცეს ერაყის უშიშრეობის ძალებს.


XS
SM
MD
LG