ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერაყში განხორციელებულ აფეთქებებს თვრამეტი კაცის სიცოცხლე ემსხვერპლა


ოფიციალურად გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ერაყში ორი კამიკაზე ტერორისტის მიერ მოწყობილ აფეთქებებს თვრამეტი კაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. პირველმა კამიკაძემ თავი ბაღდადის ერთ-ერთ ბაზარში აიფეთქა. ამ ტერაქტს თორმეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაჭრილია ოცდახუთი კაცი. მედია აცხადებს, რომ სამიზნეს ამერიკელი ჯარისკაცები წარმოადგენდნენ, მაგრამ ოფიციალური ინფორმაცია ამის თაობაზე ჯერ-ჯერობით არ გაუვრცელებიათ. მეორე აფეთქება ქალაქ კირკუკში განახორციელეს. აქ კამიკაძემ თავი მაშინ აიფეთქა, როდესაც ამერიკელთა მომხრე სუნიტთა შეირაღებული ფორმირების წევრები ხელფასის ასაღებ რიგში ჩადგნენ. ამ ტერაქტს ექვსი კაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. სუნიტთა ეს ფორმირება ალ-ყაიდასა და მოთარეშეთა სხვა დაჯგუფებებს ებრძვის. თუმცა ბოლო პერიოდში ერაყში განხორციელებული თავდასხმების რაოდენობამ მკვეთრად მოიმატა. გასულ თვეს ასეთ თავდასხმებს სამას ორმოცდათხუთმეტი ერაყელის სიცოცხლე ემსხვერპლა. გუშინ ბაღდადის ჩრდილო დასავლეთით მდებარე შიიტთა უბანში მომხდარი ძლიერი აფეთქების შედეგად დაიღუპა ორმოცი, ხოლო დაიჭრა სამოცდაათი ადამიანი.


XS
SM
MD
LG