ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკის ვიცე-პრეზიდენტს ათასობით ადამიანი შეეგება


კოსოვოში ჩასულ ამერიკის ვიცე-პრეზიდენტს ჯო ბაიდენს ათასობი ადამიანი შეეგება. კოსოვოს დედაქალაქ პრიშტინას აეროპორტიდან ქალაქის ცენტრამდე ვიცე-პრეზიდენტის ავტომობილების კორტეჟის გზაზე სკოლის მოსწავლეები იყვნენ დაყენებულები. ქალაქის ქუჩები სავსეა ბაიდენისადმი გასულ წელს კოსოვოს დამოუკიდებლობისთვის მხარდაჭერისთვის მადლობის გამომხატველი პლაკატებით. კოსოვოს ალბანური უმრავლესობა პროამერიკულადაა განწყობილი, ვინაიდან 1999 წელს ამერიკის ხელმძღვანელობით, ნატომ სერბეთი დაბომბა და ამ კამპანიით კოსოვაში მიმდინარე ომის მსვლელობა შეწყვიტა. მიუხედავად ბელგერადის და მოსკოვის პროტესტისა, შეერთებულმა შტატებმა და დასავლეთის ქვეყნების უმრავლესობამ სერბეთის პროვინციის კოსოვოს დამოუკიდებლობას დაუჭირეს მხარი.


XS
SM
MD
LG