ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრეზიდენტი ობამა გუანტანამოს ციხესთან დაკავშირებით გააკეთებს განცხადებას


აშშ-ის სენატის დემოკრატებმა გადაწყვიტეს არ დაამტკიცონ 80 მილიონი დოლარის ოდენობის თანხა გუანტანამოს ციხის დასაკეტად.ისინი ობამას ადმინისტრაციისგან ითხოვენ დეტალურ გეგმას იმისა თუ როგორ უნდა მოექცნენ დარჩენილ პატიმრებს. კანონმდებლებმა ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთესრაც პრეზიდენტ ობამას მიერ მოთხოვნილიავღანეთისა და ერაყისომების დაფინანსება განიხილეს. რესპუბლიკური პარტიის წევრების მხრიდან სულ უფრო იზრდებაკრიტიკა ობამას ადმინისტრაციის მიმართ. მათი განცხადებით სანამ გუანტანამოს დახურვის შესახებ განცხადებას გააკეთებდაობამას უნდა შეემუშავებინა პატიმრების მომავალი გადანაწილების გეგმა. თეთრი სახლის განცხადებით ამ საკითხთან დაკავშირებით პრეზიდენტი ობამა ხუთშაბათს გააკეთებს განცხადებას.


XS
SM
MD
LG